ზელენსკი: ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
„ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა ბევრი პროცესი გააქტიურდა და ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა აქტივობა კონკრეტულად მშვიდობისკენ იყოს მიმართული - სამართლიანი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის წარმოებისა და მკვლელობების ჩადენისთვის ჯილდოს არ მიიღებს.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც.
„ყველამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ასეთი უსაფრთხოება მხოლოდ თურქეთთან ერთად შეიძლება, იყოს უზრუნველყოფილი. მადლიერი ვარ თურქეთის და პირადად პრეზიდენტ ერდოღანის ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის ნდობას. თურქული დიპლომატიის სიძლიერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
A very productive and substantive meeting with the President of Türkiye, @RTErdogan.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 19, 2025
We discussed further defense cooperation – joint production projects and coordination for more effective protection of life. We also addressed the situation in diplomacy, aiming to channel all… pic.twitter.com/xU24pN7nIy