ზელენსკი: მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა Fox News-ს, რომ უკრაინა მის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიას იურიდიულად ვერასდროს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მზად უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის დასათმობად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კანონიერად ვერ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
„ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა დაიკავა 2014 წლიდან, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. კანონიერად, ჩვენ ამას არ ვაღიარებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა, ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.
„მზად ვართ, დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ ყირიმი. ვერ დავკარგავთ ათობით ათას ჩვენს ადამიანს, რომ ყირიმის დაბრუნების გამო დაიღუპონ. გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.