Loading data...
ზელენსკი: დაზვერვის ცნობით, შესაძლოა, ღამით მასშტაბური თავდასხმა მოხდეს

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური დარტყმა, შესაძლოა, ღამითაც განმეორდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

დაზვერვისგან ვიცით, რომ  მასშტაბური დარტყმა, შესაძლოა, ამ ღამითაც მოხდეს. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ განგაშის სიგნალებს“, - მოუწოდა ზელენსკიმ მოსახლეობას.

ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა,  2 ივნისს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა თავდასხმის დროს - 70-ზე მეტი რაკეტა და 650-ზე მეტი დრონი გამოიყენა. 

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა და ევროპაში ყველამ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის არსებობდეს რაკეტები, შესაბამისი სისტემები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაზვერვა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.

„სამწუხაროდ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის მომარაგების დონე ამჟამად არ გვაძლევს საშუალებას, ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი. იყო დარტყმები, 130 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი“, - დასძინა ზელენსკიმ.