ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინაში ომის „ცხელი ფაზა“ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დაასრულოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინაში ომი ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დაასრულოს, იმ შემთხვევაშიც თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი აზრით, უკრაინის არაოკუპირებული ნაწილების ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება დაასრულოს „ომის ცხელი ფაზა“, მაგრამ იმ პირობით, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღიარებას.
„ნატოს ქოლგის ქვეშ თუ აღმოჩნდება უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც კიევი აკონტროლებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. დანარჩენი ტერიტორიების დაბრუნებას უკრაინა დიპლომატიური გზით შეძლებს“, - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ისეთი გარანტიით, რომ ვლადიმირ პუტინი უკან აღარ დაბრუნდეს ახალი ტერიტორიების დასაპყრობად.