Loading data...
„ყირიმის ხიდი ახლა ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია“ - უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელი

უკრაინას შეუძლია ოკუპირებული ყირიმის ხიდის განადგურება, თუმცა, ამისთვის სწორი დრო და მომენტია საჭირო. ამის შესახებ ქვეყნის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ილია ელვაშმა NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმის ხიდი ახლა, ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია.

„ჩვენ უკვე საკმარისად ვიხილეთ ამ ხიდზე ეფექტური დარტყმები, როდესაც აფეთქებებმა სამანქანო გზა გაანადგურა. მათ იციან, სად დაარტყან, თუმცა, საჭიროა სწორი დრო და მომენტი. 

ყირიმის ხიდი ახლა, მსოფლიოში ლამის ყველაზე დაცული ობიექტია. იქ საჰაერო თავდაცვის ბრიგადებია გადასწოლილი, ამ ხიდს ძალიან დიდი ყურადღებით იცავენ“, - აღნიშნავს ევლაში.