Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე დაღუპულთა რიცხვი 55000-ს შეადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ ომის დაწყებიდან 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობაც.

„უკრაინაში ბრძოლის ველზე ოფიციალურად 55 000 სამხედრო დაიღუპა, როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ასევე, არსებობს „ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებსაც უკრაინა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს“.