1755264573
კონფლიქტები
ვოლოდიმირ ზელენსკი: ფსონები ნამდვილად მაღალია, ომის დასრულების დროა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალასკაში დღევანდელი შეხვედრის ფსონი ნამდვილად მაღალია.
როგორც ზელენსკი წერს, ომის დასრულების დროა.
„მთავარია, რომ ამ შეხვედრამ უნდა გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისკენ და არსებითი დისკუსია ლიდერებს შორის სამმხრივ ფორმატში - უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსული მხარე. ომის დასრულების დროა, რუსეთმა საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს. მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ვიმუშაოთ რაც შეიძლება პროდუქტიულად“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.