Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: კუპიანსკში ვითარება ისევ რთულია

კუპიანსკში სიტუაცია კვლავ რთული რჩება, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლი იზრდება და ისინი აგრძელებენ პოზიციების დაცვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ მთავარსარდალთან და გენერალური შტაბის უფროსთან ფრონტზე არსებულ ვითარებაზე - ყველა მიმართულებით. პოკროვსკის მიმართულება ამჟამად ყველაზე რთულია. იქ, ისევე როგორც წინა კვირებში, საომარი მოქმედებების ინტენსივობა ყველაზე დიდია, რუსების ძლიერი კონცენტრაციაა. ოკუპანტები ყველა მეთოდით ცდილობენ ფეხის მოკიდებას“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, კუპიანსკში ვითარება კვლავ რთული რჩება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების დაცვას. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ დანაყოფს მათი გამძლეობისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.