Loading data...
უცნობმა პირებმა სოხუმის სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს - მედია

AMRA-life Telegram არხის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა 12 ნოემბრის ღამეს სოხუმში, სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს. 

მათივე ცნობით, ამჟამად სინაგოგაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 

„სახანძრო სამსახურმა ხანძარი ჩააქრო. ნაწილობრივ დაზიანდა სახურავი და ჭერი, ინტერიერის ნაწილი და ავეჯი“, - იტყობინება AMRA-life Telegram არხი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინაგოგის მსახურებმა და მრევლმა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარა არაერთხელ მიიღეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი  ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.