Loading data...
„ურალის ავიახაზები“ 7 ოქტომბრიდან სანკტ-პეტერბურგიდან სოხუმში რეისებს შეასრულებს

რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ 7 ოქტომბრიდან სანკტ-პეტერბურგიდან სოხუმში და უკანა მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ფრენები შემოდგომა-ზამთრის სეზონზე იგეგმება. რეისები ხუთშაბათობით და კვირაობით Airbus-ის ტიპის ავიალაინერებით შესრულდება. ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 40 წთ-ია.

სანკტ-პეტერბურგის გარდა „ურალის ავიახაზები“ სოხუმიდან მოსკოვში, ეკატერინბურგში და სამარაში დაფრინავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18-30 სექტემბერს ავიაკომპანია Nordwind სოხუმის აეროპორტიდან დამატებით ავიარეისებს შეასრულებს. უკვე არსებულ მიმართულებებს დაემატება ფრენები სიკტივკარში, ტომსკში, ნოვოკუზნეცკში, პერმში, კემეროვოში, მაგნიტოგორკსში, ნიჟნეკამსკში, ნიჟნევარტოვსკში და ბარნაულში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი სოხუმის აეროპორტის სოჭის აეროპორტის ალტერნატივად განიხილავს, რადგანაც სოჭის აეროპორტზე ბოლო დროს უკრაინული დრონების იერიშები გახშირდა და ამის გამო აეროპორტი ხშირად იხურება.