Loading data...
უკრაინულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა 23 მაისს კიდევ ერთი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს არის მეექვსე თვითმფრინავი, რომელიც ბრიგადამ ბოლო კვირებში ჩამოაგდო.

„გუშინ ჩვენმა ბიჭებმა დონბასის სტეპებზე მტრის „სუ-25“ გააჩერეს, ეს ერთი. დღეს კი 110-ე მექანიზებული ბრიგადის სნაიპერმა კიდევ ერთი „სუ“ ჩამოაგდო, ესეც მეორე. მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი ჭკუა იმის გასაგებად, რომ არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი საჰაერო სივრცე თავიანთი მფრინავი რკინით დააბინძურონ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩამოგდებას!“, - ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.