Loading data...
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალები აგრძელებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სტრატეგიული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე დარტყმებს, რითაც ასუსტებენ რუსული არმიის შეტევით პოტენციალს.

„2025 წლის 21 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა, სახმელეთო ჯარებთან, საზღვაო ფლოტთან და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობით, ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა“, - ნათქვამია ანგარიშში.

მათ, ასევე, განმარტეს, რომ მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის Storm Shadow-ის ტიპის საჰაერო რაკეტებით, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში შეაღწიეს.

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ბრიანსკის ქიმიური ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. კერძოდ, ეს საწარმო აწარმოებს დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და რაკეტის საწვავის კომპონენტებს, მათ შორის საბრძოლო მასალას და რაკეტებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისთვის იყენებს.