Loading data...
უკრაინის გენშტაბი: უკრაინულმა დანაყოფებმა ზაპოროჟიეს დასახლებული პუნქტი დატოვეს

საბრძოლო ფორმირებების გადაჯგუფების, საბრძოლო ხაზის კონფიგურაციის ცვლილებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ჩვენი ქვედანაყოფები ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოვასილივსკეს დასახლებიდან თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად სამხედრო მოქმედებები გრძელდება. სამხრეთ უკრაინის დამცველები  იბრძვიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის“, - აღნიშნავს გენერალური შტაბი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხრეთით მოწინააღმდეგე არ ამცირებს თავდასხმის, დაბომბვისა და დარტყმების ინტენსივობას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო დღის განმავლობაში, ოლექსანდრივკას და გულიაიპოლეს მიმართულებით თითქმის ოთხასი შეტაკება მოხდა.

„მოწინააღმდეგე არ წყვეტს უკრაინულ პოზიციებზე შტურმს და უკრაინის თავდაცვის სიღრმეში შეღწევის მცდელობას“, - აღნიშნავს გენერალური შტაბი..