უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა სივერსკის დასახლება დატოვეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის სივერსკის დასახლება დატოვეს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მხრივ. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დამპყრობლები აქტიურ შეტევით მოქმედებებს აგრძელებენ.
„ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, უკრაინელი დამცველები დასახლებიდან გავიდნენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა სივერსკისთვის ბრძოლის დროს აგრესორი გამოფიტეს, ქალაქის ყოველი მეტრი მტერს მაღალ ფასად დაუჯდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დასძინა, რომ რიცხობრივი უპირატესობისა და რთული ამინდის პირობებში მცირე თავდასხმის ჯგუფების მუდმივი ზეწოლის წყალობით, მოწინააღმდეგემ წინსვლა შეძლო.
„ქალაქში ოკუპანტები დამარცხდნენ, მათი ლოჯისტიკა შეწყდა. მოწინააღმდეგის დანაყოფები ბლოკირებულია მათი შემდგომი წინსვლის თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის ძალები აგრძელებენ საბრძოლო მისიების შესრულებას სლავიანსკის მიმართულებით“, - დასძინა გენერალურმა შტაბმა.