უკრაინის დაზვერვა: პოკროვსკიში სპეცრაზმელების დამატებითი ძალები შევიდნენ, ბრძოლები მიმდინარეობს
        დონეცკის ოლქში პოკროვსკის დაცვა გრძელდება, დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმები აგრძელებენ ოპერაციას პოკროვსკში, რომელიც ფრონტის ხაზის ლოჯისტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურმა განაცხადა.
„რუს ოკუპანტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. წარმატებული საჰაერო ოპერაციის შემდეგ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელებს, რომლებმაც დაიკავეს განსაზღვრული პოზიციები და შექმნეს სახმელეთო დერეფანი, სპეცდანიშნულების რაზმების დამატებითი ძალები შეუერთდნენ. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რომლებიც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის მცდელობების აღმოფხვრას, გააძლიერონ საცეცხლე ძალა ლოჯისტიკაზე დაზვერვის მთავარი სამმართველოს პასუხისმგებლობის ზონაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავდროულად, დაზვერვის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, ოპერაციების დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ამჟამად მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტთან.