Loading data...
უკრაინის არმიის ნაწილებმა ქალაქ ჩასივ-იარის ერთ რაიონთან უკან დაიხიეს

ქალაქ ჩასივ-იარში, კანალის მიკრორაიონიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის მიზეზი რუსეთის არმიის მიერ უკრაინული პოზიციების განადგურება გახდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სპიკერმა ნაზარ ვოლოშინმა განაცხადა.

კანალის მიკრორაიონში ყოფნა, რომელშიც რუსეთის სამხედროები შევიდნენ, საფრთხეს უქმნიდა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სარდლობამ გადაწყვიტა უკან დახევა უფრო დაცულ და მომზადებულ პოზიციებზე, თუმცა იქაც მოწინააღმდეგე არ წყვეტს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს. დამპყრობლის დაბომბვის უმეტესი ნაწილი სწორედ ქალაქ ჩასვ-იარის სამხრეთ ნაწილზე მოდის. ოკუპანტები ახორციელებენ საარტილერიო დაბომბვას, იყენებენ მართვად საჰაერო ბომბებს და კამიკაძე უპილოტო აპარატებს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მხოლოდ ჩასივ-იარში გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 238 თავდასხმა, ხოლო წინა დღეს - თითქმის 260 თავდასხმა.

„24 საათის განმავლობაში განადგურდა 78 დამპყრობელი, დაშავდა 140, უკრაინელმა სამხედროებმა იქვე გაანადგურეს რამდენიმე ტექნიკა, ერთი MT-LB და შვიდი საწყობი“,- დასძინა ვოლოშინმა.