1732649550
კონფლიქტები
უკრაინელებმა უკვე დაჭრეს ერთი გენერალი და მოკლეს ჩრდილოეთ კორეის არმიის რამდენიმე ოფიცერი - Financial Times
20 ნოემბერს კურსკის ოლქის ქალაქ მარინოში სანატორიუმზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა ჩრდილოეთ კორეის გენერალი და დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის არმიის რამდენიმე ოფიცერი, - ამის შესახებ Financial Times უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, გენერლის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ მანამდე უკრაინული დაზვერვა აცხადებდა, რომ ფხენიანმა გაგზავნა გენერალ-პოლკოვნიკი კიმ ჩენ-ბოკი რუსეთში დისლოცირებული სპეციალური დანიშნულების „შტორმის კორპუსის“ ქვედანაყოფების მეთვალყურეობისთვის. უცნობია დაიჭრა თუ არა ის მარინოში. შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ სწორედ ის დაიჭრა მარინოში.
კიევის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად განლაგებულია რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზზე.