Loading data...
უკრაინელებმა კიდევ 2 რუსული ბომბდამშენი სუ-34 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა დონბასში კიდევ ორი რუსული ბომბდამშენი სუ-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, ნიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს

როგორც ჩანს, რუსი მფრინავები არ აკეთებენ დასკვნებს! დღეს, დილის 9:00 საათზე, დამპყრობლების კიდევ ორი ​​სუ-34 განადგურდა ავდეევკასა და მარიუპოლის მიმართულებით!“ - აცხადებს ოლეშჩუკი.

სამხედროების წარმატებაზე კომენტარი გააკეთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმაც.

მან აღნიშნა, რომ 29 თებერვლის ღამეს ოკუპანტის წინააღმდეგ წარმატებული საბრძოლო ოპერაციები განხორციელდა და განადგურდა კიდევ ორი ​​რუსული თვითმფრინავი.