1757955959
კონფლიქტები
უკრაინელებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის დამცველებმა დონეცკის ოლქში პანკივკას დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„225-ე თავდასხმის პოლკის მიერ პირველი თავდასხმის ბატალიონის „შავი გედის“ ძალებთან ერთად ჩატარებული შეტევითი ოპერაციების დროს დონეცკის ოლქში მდებარე პანკივკას დასახლება გათავისუფლდა“, - ნათქვამია ანგარიშში.