Loading data...
უკრაინელებმა დონბასში ჩრდილოეთ კორეის არმიის 6 ოფიცერი გაანადგურეს - Kyiv Post

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 ოქტომბერს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმის დროს ჩრდილოეთ კორეის არმიის 6 ოფიცერი გაანადგურეს, - ამის შესახებ Kyiv Post თავის სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„3 ოქტომბერს დონეცკის მახლობლად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ექვსი ოფიცერი ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც ჩავიდნენ რუს კოლეგებთან მოლაპარაკებისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაიჭრა კიდევ სამი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო.