Loading data...
უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაიღუპა

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი ირაკლი ეშბა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ეშბა ხარკოვის მიმართულებაზე იბრძოდა და მაშინ დაიღუპა, როდესაც ბრძოლის ველიდან მეგობრის ცხედრის ევაკუაციას ცდილობდა.

როგორც რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი 47 აფხაზი დაიღუპა. ოფიციალურად სოხუმი უკრაინაში მებრძოლებს არ აგზავნის, ისინი იქ მოხალისეთა სტატუსით მიდიან.