1756015271
კონფლიქტები
უკრაინამ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით იერიში მიიტანა. როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.
საფრთხის გამო, პულკოვოს აეროპორტში ათობით ავიარეისი გადაიდო.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის განცხადებით კი, ჩამოგდებულია სულ მცირე, ორი დრონი.