Loading data...
უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით დრონები გაუშვა - რუსული მხარე

უკრაინამ მოსკოვსა და დასავლეთ რუსეთში დრონები გაუშვა. ამის შესახებ რუსული მხარე იტყობინება.

დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მინიმუმ ერთი დრონი გაანადგურა, როდესაც ის რუსეთის დედაქალაქისკენ მიემართებოდა“, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე.

„დრონის ნამსხვრევებმა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, ლიპეცკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გამოიწვია, რომელიც მალევე ჩააქრეს“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა Telegram-ზე.

დასავლეთ ბრიანსკისა და ორიოლის რეგიონების გუბერნატორებმა ასევე განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა რამდენიმე დრონი გაანადგურეს.

უკრაინული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას არ გამოხმაურებია.