Loading data...
უკრაინა აცხადებს, რომ ზელენსკის მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 პოლკოვნიკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმა გახსნეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 პოლკოვნიკი დააკავეს, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს.

ამავე ინფორმაციით, იგეგმებოდა ზელენსკის, ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია. ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე იგეგმებოდა. იგეგმებოდა სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი უნდა ყოფილიყო.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ „ეფესბეს“ აგენტების ქსელის ერთ-ერთი დავალება პრეზიდენტის დაცვასთან მიახლოებულ სამხედროებს შორის ისეთი შემსრულებლების პოვნა იყო, ვისაც შეეძლო ზელენსკის ჯერ მძევლად აყვანა, შემდეგ კი მოკვლა.