Loading data...
„თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ომს წავაგებთ“ - კულება

ბრძოლის ველზე ყველაფერი ცუდად გამოიყურება. მაგრამ 2022 წლის პირველ თვეებში ყველაფერი კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინას ამჟამად აკლია საშუალებები და ინსტრუმენტები, რათა „შემოაბრუნოს სიტუაცია და შეცვალოს მოვლენების ტრაექტორია“.

„და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ომს წავაგებთ, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.