ცხინვალში წიგნს გამოსცემენ, რომელიც ადგილობრივი ფეხბურთის ისტორიას ეხება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს მუშაობა წიგნზე, რომელიც ადგილობრივი ფეხბურთის ისტორიას ეხება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
როგორც პრესკონფერენციაზე ფეხბურთის მწვრთნელმა ვლადიმერ თედეევმა განაცხადა, წიგნში ასახული იქნება „სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის მიღწევები და საკვანძო მოვლენები“.
„ჩვენი ფეხბურთის მთელი ისტორია რომ მოვიცვათ, ამას ხუთტომეულიც არ ეყოფა. ამიტომ მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რაც პირველად მოხდა - პირველი გუნდი, პირველი გამარჯვება“, - განაცხადა თედეევმა.
ფეხბურთის მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ წიგნში ბევრი ილუსტრაცია იქნება, როგორ შავ-თეთრი, ასევე ფერადი. ეს საშუალებას მისცემს მკითხველს, რომ წინა წლების ატმოსფერო კარგად შეიგრძნოს და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფორმირების და განვითარების მნიშვნელოვანი მომენტები წარმოიდგინოს.