Loading data...
ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალების 33 წლის იუბილე აღნიშნეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები შეყვანის 33 წლის იუბილე აღნიშნეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ცხინვალში გაიმართა რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სამშიდობო ძალების გმირობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გვირგვინით შემკობის ცერემონია“. ღონისძიებაში ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული რეგიონის ტაძრებში დაღუპული რუსი სამშვიდობოების მოგონების პარაკლისები გაიმართა.