1770128441
კონფლიქტები
ცხინვალში მებრძოლი დაკრძალეს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა
ცხინვალში ოსი მებრძოლი, აცამაზ ბურაევი დაკრძალეს, რომელიც უკრაინის ხერსონის ოლქში დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
დაკრძალვის ცერემონიას ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, ასევე დაღუპული მებრძოლის ახლობლები და ნათესავები დაესწრნენ.
ბურაევი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა. 2025 წლის დეკემბერში აცამაზ ბურაევი „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვეს.