Loading data...
ცხინვალში კრიპტოვალუტის მაინინგის დანადგარები ამოიღეს

ცხინვალში დე ფაქტო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა მაინინგის დანადგარები ამოიღეს, რომელიც 34 წლის კაცს ეკუთვნოდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მაინინგ-დანადგარები არასაცხოვრებელ შენობაში იყო აღმოჩენილი. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ის ქალაქის ელექტროქსელთან უკანონოდ იყო მიერთებული.

„ამჟამად ენერგეტიკოსები კვლევას ატარებენ, რათა დადგინდეს, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია იყო გამოყენებული უკანონოდ“, - განაცხადეს დე ფაქტო შს სამინისტროში.

ამჟამად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება.