1752052760
კონფლიქტები
ცხინვალში ხეებს ჭრიან, რათა საგზაო ნიშნები უკეთესად ჩანდეს

ცხინვალის ქუჩებში ხეების ტოტებს ჭრიან, რათა საგზაო ნიშნები უკეთესად ჩანდეს. იგივე ეხება შუქნიშნების მახლობლად მდებარე ხეებს, რომელსაც ასევე მოჭრიან. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„საგზაო ნიშანი ნორმატივების მიხედვით 100 მეტრის სიშორიდან უნდა ჩანდეს. ეს მანძილი აუცილებელია, რათა მძღოლს გზის ამა თუ იმ მონაკვეთთან მიახლოებისას გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დრო ჰქონდეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ხეებზე, რომლებიც სავალი ნაწილის გასწვრივ იზრდება“, - განაცხადეს დე ფაქტო შს სამინისტროში.
ეს სამუშაოები ცხინვალის საქალაქო ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში მიმდინარეობს.