Loading data...
ცხინვალში ე.წ. მილიციამ იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო

ცხინვალის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ქალაქის 59 წლის მკვიდრის ბინაში იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„ამოღებულია 7,62 კალიბრის „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატი, 8 მჭიდი, ასევე 7,62 და 5,45 მმ-ის 268 ვაზნა და ხიშტი“, - განაცხადეს დე ფაქტო პრესსამსახურში.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.