1776413409
კონფლიქტები
ცხინვალში ბილიარდის ტურნირი გაიმართება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „პრეზიდენტის თასზე“ 17 და 18 აპრილს ბილიარდის ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ტურნირი ბილიარდის კლუბ „ალიანსში“ გაიმართება.
„ჩვენი კლუბი შარშან დაარსდა და მაშინვე დაფუძნდა ტურნირი პრეზიდენტის თასზე. გასულ წელს ეს ტურნირი საკმაოდ მასიური იყო და იმედი გვაქვს, რომ წელსაც ბევრი მონაწილე გვეყოლება“, - განაცხადა ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა კოტაევმა.
მისივე თქმით, შეჯიბრება „კომბინირებული პირამიდის“ დისციპლინაში გაიმართება. გამარჯვებულები მედლებს, სიგელებს და ფულად ჯილდოებს მიიღებენ.