Loading data...
ცხინვალში ავარიის შემდეგ ე.წ. პარლამენტის წევრი დააკავეს, რომელიც მანქანას ნასვამი მართავდა

ცხინვალის ცენტრში მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის წევრი, 37 წლის არკადი კაჩმაზოვი დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ავარია ცხინვალში, გმირთა ქუჩაზე მოხდა. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. თავად კაჩმაზოვი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა და მისი დაკავებისთვის მილიციის თანამშრომლებმა ჰაერშიც კი გაისროლეს.

გამოცემა „საპას“ ცნობით, არკადი კაჩმაზოვი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. სააგენტო „რესის“ ცნობით, ავტოავარიის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.