1766478971
კონფლიქტები
ცხინვალში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
ცხინვალში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. დე ფაქტო მთავრობა მას ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
წინა დღეს მეარაყიშვილმა ტელეფონით აცნობა მეგობრებს, რომ მის ბინაში ცხინვალში უცნობმა პირებმა შეაღწიეს. ამის შემდეგ მასთან სატელეფონო კავშირი შეწყდა.
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა მეარაყიშვილის დაკავება დაადასტურა.
მანამდე თამარ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გამოაცხადა შიმშილობა და ცხინვალში „ხელისუფლების მხრიდან უკანონობას, სახელმწიფო სამსახურისა და შრომის კანონმდებლობის სრულ იგნორირებას და საკუთარი უფლებების დარღვევას აპროტესტებს“.