Loading data...
ცხინვალში ახალგაზრდა კაცი გაზის ნამწვით მოიწამლა

20 წლის ახალგაზრდა კაცი ცხინვალში გაზის ნამწვით მოიწამლა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. 

ინციდენტი მრავალსართულიან სახლში, გმირთა ქუჩაზე მოხდა. 

„დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადეს ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. 

ამჟამად მომხდარის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.