1777969671
კონფლიქტები
ცხინვალში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება იგეგმება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება იგეგმება. ამის გამო ქალაქის ცენტრალური ქუჩები იკეტება, სადაც აღლუმის რეპეტიცია გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
5-6 მაისს რეპეტიცია თეატრალურ მოედანზე გაიმართება.
„ყველა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება შემდგომ განკარგულებამდე აიკრძალება“, - განაცხადეს ცხინვალში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, 9 მაისის აღლუმში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, ე.წ. შს სამინისტროს, ე.წ. სასაზღვრო სამსახურის, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და კადეტთა სკოლის კურსანტები მიიღებენ მონაწილეობას.