Loading data...
ცხინვალის ციხეში პატიმრებმა ერთმანეთს დანებით ჭრილობები მიაყენეს

ცხინვალის ციხეში ორ პატიმარს შორის კონფლიქტი მოხდა. მათ ერთმანეთს დანებით ჭრილობები მიაყენეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების მდგომარეობის შესახებ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მომხდარის გამოძიებას აწარმოებენ.