Loading data...
ცხინვალის ე.წ. სამართალდამცველებმა ახალგორის რაიონში ალკოჰოლური პროდუქცია ამოიღეს

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სავაჭრო ობიექტებში შემოწმების ღონისძიებები ჩაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ორი სავაჭრო ობიექტის მფლობელთა მიმართ დე ფაქტო ორგანოებმა ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს, რადგანაც ისინი არალიცენზირებულ პროდუქციას ყიდდნენ.

ამოღებული ალკოჰოლური პროდუქცია კონფისკაციას დაექვემდებარა. შემოწმების დასრულების შემდეგ მასალები ე.წ. სასამართლოს გადაეცემა.