Loading data...
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს

„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს“, - ინფორმაციაზე Sky News წერს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მათმა საჰაერო ძალებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი დაჯგუფების წევრები „სწრაფი ოპერატიული რეაგირების“ ფარგლებში დაბომბეს, რადგან ისინი ისრაელს საფრთხეს უქმნიდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, „ჰეზბოლას” ყოფნა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს.

მათივე ცნობით, ოპერაციის დროს, ასევე, დაბომბეს მიწისქვეშა შახტი და მასში მყოფი დაჯგუფების წევრები.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, თეირანი ჰორმუზის სრუტეს ყველა კომერციული გემებისთვის გახსნიდა.