Loading data...
ცენტრალურ რუსეთზე უკრაინული დრონებით შეტევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ იჟევსკის ოლქში, საზღვრიდან 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, 35 მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც აღმოჩნდა, დაშავებულთაგან ათს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თავდასხმის შესახებ ცნობები, უკვე, მიეწოდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. 

მედიაში ვრცელდება, რომ დრონებით შეტევის სამიზნე კუპოლის ელექტრომექანიკური სამხედრო ქარხანა იყო, რომელიც საზენიტო სარაკეტო სისტემებს აწარმოებს. 

თავდასხმის ფაქტი დაადასტურა უკრაინის ოფიციალურმა პირმაც, რომელმაც აღნიშნა რომ ორი შორი მოქმედების დრონი კუპოლის ქარხანას 1300 კმ-ის მანძილიდან დაესხა თავს. 

„თითოეული მსგავსი ოპერაცია მტრის შეტევით პოტენციალს ამცირებს და სამხედრო წარმოების ჯაჭვებს არღვევს“, - ნათქვამია უკრაინელი წყაროს მიერ.