Loading data...
სუმის ოლქის თავზე ჩამოგდებულია რუსული კა-52 - უკრაინული მხარე

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ნაწილებმა სუმის ოლქის თავზე რუსული საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი კა-52 ჩამოაგდეს.

უკრაინული მხარის თქმით, 6 აგვისტოს ასევე გაანადგურეს მტრის ბალისტიკური რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. 

ინფორმაციას კა-52-ის ტიპის ვერტმფრენის დაკარგვის შესახებ აგრეთვე ავრცელებენ რუსული Telegram არხები. მათივე ცნობით, ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი დაჭრილია. თუმცა, როგორც უკრაინულ მედიაში იწერება, აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობები ჯერ არ არსებობს.