1781697524
კონფლიქტები
სწრაფი რეაგირების სპეციალურმა ძალებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარშ-გარბენი განახორციელეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სწრაფი რეაგირების სპეციალურმა ძალებმა 50 კმ-იანი პარშ-გარბენი განახორციელეს. მარში ცხინვალში დაიწყო. სამხედროებმა მარში დასახლება ზონკარამდე განახორციელეს და შემდეგ ისევ ცხინვალში დაბრუნდნენ. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
დე ფაქტო შ.ს. სამინისტროს ცნობით, მარშ-გარბენის დროს დაახლოებით 10 კმ სპეცრაზმელებმა სრული ეკიპირებით გაირბინეს.
ამავე წყაროს ცნობით, სამხედროებმა ყველა დავალება შეასრულეს და აჩვენეს, რომ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად ისინი მზად არიან.