1762871724
კონფლიქტები
სროლა ოკუპირებულ აფხაზეთში - დაჭრილია 5 ადამიანი
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში სროლა იყო. ამის შესახებ „ეხოკავკაზა“ იტყობინება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კიუტის განცხადებით, ხუთი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები ყველა გარემოების დასადგენად და ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად.
„სიტუაცია პრეზიდენტ ბადრა გუნბას პირადი კონტროლის ქვეშაა“, - აცხადებს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი.
Telegram-ის რამდენიმე არხის ცნობით, სროლა შესაძლოა „კანონიერი ქურდ“ რაულ ბარცბას მკვლელობის მცდელობა ყოფილიყო.
ინციდენტი დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარცბა დაშავდა.