1792589118
კონფლიქტები
სოხუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს
სოხუმში ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თურქეთის მოქალაქე, კიზილარსლან მეჰმეტი დააკავეს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში 2025 წლიდან იმალებოდა.
დაკავებული თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდა. ის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობდა, რომელიც რეკეტით და გამოძალვით იყო დაკავებული.
სოხუმის ცნობით, კიზილარსლან მეჰმეტი საქართველოში იყო გაძევებული და შემდეგ ის თურქეთის სამართალდამცველებს გადაეცემა.