Loading data...
სოხუმმა და ლუგანსკმა დაძმობილების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სოხუმმა და ლუგანსკმა დაძმობილების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ლუგანსკის მხრიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იანა პაშენკომ, ხოლო სოხუმის მხრიდან ბესლან ეშბამ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

შეთანხმება ლუგანსკში იყო ხელმოწერილი, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია იმყოფებოდა.

როგორც იანა პაშენკომ განაცხადა, სოხუმი პირველი ქალაქი იყო, რომელმაც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ლუგანსკს დახმარება შესთავაზა.

სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ ლუგანსკის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა. ასევე მან ადგილობრივები აფხაზეთში დასასვენებლად მიიწვია.