1746791469
კონფლიქტები
სოხუმის ცენტრში მკვლელობა მოხდა

სოხუმის ცენტრში, მარუხის ქუჩაზე მოქალაქე გარიკ ავიძბა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ადგილზე ე.წ. შს სამინისტროს, დე ფაქტო პროკურატურის და ე.წ. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.
„მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის მიზანია დანაშაულის გარემოებების დადგენა და დამნაშავეების დაკავება“, - წერია ინფორმაციაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლებია.