1772615223
კონფლიქტები
სოხუმის სანაპიროზე უძველესი ციხესიმაგრეების ნანგრევები აღმოაჩინეს
სოხუმის სანაპიროზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს ჩვ.წ.აღ-ის I–IV საუკუნის ოთხი ციხესიმაგრის ნანგრევებია აღმოჩენილი. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
არქეოლოგიურ გათხრებში ისტორიული მემკვიდრეობის ე.წ. სამმართველო, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმი და სოხუმის ციხესიმაგრის ადმინისტრაცია მონაწილეობს.
ადგილზე რომის და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი მონეტები და ლითონის ნაკეთობებია აღმოჩენილი.
არტეფაქტების ასაკის დადგენის შემდეგ ამ ობიექტის ფუნქციონირების წლების დადგენაც გახდება შესაძლებელი. ბოლოს არქეოლოგიური გათხრები აქ საბჭოთა კავშირის დროს, 1958 წელს ჩატარდა.