Loading data...
სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სოხუმის ე.წ. სასამართლომ კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდის აგრბა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წელს აგრბამ მეწარმე ნადირ ჯინალთან ორი კონტრაქტი გააფორმა შუქის და ხმის მოწყობილობების შეძენაზე. კონტრაქტში თანხა ხელოვნურად გაზრდილი იყო, ხოლო 14,3 მლნ რუბლის ოდენობის თანხა მოპარული იყო. იგივე სქემა ხმის მოწყობილობის შეძენის დროს იყო გამოყენებული - 19,9 მლნ. რუბლიდან 10 მლნ მითვისებული იყო.

ნადირ ჯინალი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რადგანაც მას სასჯელის მოხდაში შინა პატიმრობის ვადა ჩაეთვალა.