1776856962
კონფლიქტები
სოხუმის დე ფაქტო მთავრობა კოდორის ხეობაში გზის აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს
ოკუპირებული აფხაზეთის კოდორის ხეობაში სოხუმის დე ფაქტო მთავრობა გზის აღდგენით სამუშაოებს განაგრძობს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
გზის აღდგენითი სამუშაოების დროს გრუნტის გზა იქნება მოწყობილი. ასევე უნდა მოხდეს გვირაბის და ხიდის კაპიტალური აღდგენა, რომელიც კოდორის ხეობას აფხაზეთის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. „ამ გზას სტრატეგიული თავდაცვითი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადეს სოხუმში.
სამუშაოების ღირებულება 1 მლრდ რუბლს (13,3 მლნ აშშ დოლარს) შეადგენს.