1778839024
კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტში ტურისტებს უფასო სიმ-ბარათებს დაურიგებენ
სოხუმში ჩასულ ტურისტებს აეროპორტში უფასო სიმ-ბარათებს დაურიგებენ. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
სოხუმის დე ფაქტო კულტურის მინისტრის, ასტამურ ლოგუას თქმით, ამ წინადადებით აფხაზეთის ერთ-ერთი მობილური ოპერატორი გამოვიდა.
„ეს ტურისტებს კომფორტს შეუქმნის. აფხაზეთში ჩასვლისთანავე კავშირის საშუალება ექნებათ. ეს საინტერესოა და სასარგებლოა. ეს სერვისის დონეს გაზრდის და სტუმრებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება“, - განაცხადა ლოგუამ.
ასევე, ლოგუას თქმით, ე.წ. ტურიზმის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრების ორგანიზაციისთვის, რომელთა განთავსება ფსოუს საზღვარზე, სოხუმის აეროპორტში და რკინიგზის სადგურებში იგეგმება.